ჯანდაცვის სამინისტრო: საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებული პირი ჩვენი თანამშრომელი არ არის

ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი ჯანდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი არ არის. „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და […]

გაგრძელება

ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევიდან ერთი დამოუკიდებელია, მეორე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი

“ერთი შემთხვევა დამოუკიდებელია, მეორე დადასტურეულ შემთხვევასთან კონტაქტი”-ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჯურნალისტებთან განაცხადა. ” ორი პაციენტიდან ერთი არის საფრანგეთს ისტორია და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მეცამეტე დღეს მოხდა მასთან დაავადების დადასტურება. მეორე პაციენტი არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. აქედან გამომდინარე, ეს პაციენტიც იყო თვითიზოლაციაში. მეორე არის ამერიკული კლასტერი”-ამბობს ეზუგბაია. ცნობისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების […]

გაგრძელება

პაატა იმნაძე: მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით სამი კონტაქტი გამოკვლეულია და სამივე უარყოფითია

“მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით კორონავირუსზე სამი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და სამივე უარყოფითია”, ‘ ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის” დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი, პრაქტიკულად, დადგენილია. “ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი, პრაქტიკულად, დადგენილია, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი, ყველა იზოლაციაში იმყოფება და […]

გაგრძელება

ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სოფელ შრომაში სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს ატარებს – pronews.ge

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს -სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ. “სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, […]

გაგრძელება