"წინასწარ არ ვიცით, ვინ არის ავად, ვინ არ არის ავად, ამიტომაც, უნდა შევწუხდეთ…" – რას გვირჩევს იმნაძე – ProNews

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე: “ახლა ბევრი იტყვის და კი ბატონო, მეც ვამბობდი თავიდან, რომ ავადმყოფს უნდა ეკეთოს პირბადე, მაგრამ ჯანმრთელს არა. მაგრამ ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი, აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად, ვინ არ არის ავად, ამიტომაც, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, […]

გაგრძელება

რას წერილი გამოუგზავნა მინისტრს "Lowa"-ს მენეჯერმა? – ProNews

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ფეხსაცმლის მწარმოებელი გერმანული კომპანია „ლოვას“ წერილს: “ჩვენ 100%-იან გარანტიას ვიძლევით, რომ ბათინკები, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, ევროკავშირში, ჩვენს ქარხანაში არის დამზადებული. ამ ქარხანაში ვაწარმოებთ დაახლოებით 10 000 წყვილ Lowa-ს ფეხსაცმელს დღეში. გთხოვთ, დანართად იხილოთ ჩვენი კომპანიის DIN EN ISO 9001:2015 სერტიფიკატი. დამოუკიდებელი ინსტიტუტი PFI ყოველწლიურად ახორციელებს ჩვენი კომპანიის მთლიან აუდიტს.საუკეთესო […]

გაგრძელება

რას აპირებენ „ამბოხებული“ დეპუტატები?!

„ქართული ოცნების“ ამბოხებული დეპუტატები, რომლებიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეები არიან ამჯერად აპირებენ, რომ ახალ საარჩევნო სისტემას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 130/20 პროპორციით ჩატარებას გულისხმობს, მხარს დაუჭერენ.   გასულ წელს, მმართველი გუნდის მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.   მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას კვლავ სურს, რომ თავიანთ საარჩევნო ოლქებში კვლავ კანდიდატებად დასახელდნენ. […]

გაგრძელება

ფლოიდის ხსოვნას პატივი 9-წუთიანი დუმილით მიაგეს – რას ნიშნავს ეს 9 წუთი

ჯორჯ ფლოიდის დამშვიდობების ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო. მათ ფლოიდის ხსოვნას პატივი 9 წუთიანი დუმილით მიაგეს – 9 წუთი დროის ზუსტად ის ხანგძლივობაა, რამდენ ხანსაც პოლიციის ოფიცერი ჯორჯს კისერზე მუხლს აჭერდა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.     გამოსამშვიდებელ ცერემონიაზე ფლოიდის ძმამ, ფილონესემ შემდეგი სიტყვები თქვა – „ საოცარია, ამდენი ადამიანი ჩემი ძმის სანახავად მოდის. საოცარია, როგორ შეეხო […]

გაგრძელება

ყველაზე დიდი რისკი, რაც ნიღბის ტარებას ახლავს… – რას ამბობს პედიატრი ქეთი ლობჟანიძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პედიატრი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, პირბადის ტარება, ბევრი ადამიანისთვის ზიანის მომტანი იქნება.   “რა რთულია გაუთვითცნობიერებული ხალხისთვის ტყუილ-მართლის გარჩევა ამ აბსურდულ ლოგორეაში! ყურადღების მისაქცევად ადამიანების შეცდომაში შეყვანა არის მავნებლობა!   2020-06-04ვისაც გიცნობთ ყველა ვიცი ვინ რა ხართ – ნეკა დოროყაშვილის კრიტიკოსებს მისი მეგობარი მიმართავს […]

გაგრძელება

„ზოგ რაიონში რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი დასახელდება“ – რას აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია?!

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მაჟორიტარული ოლქების ნაწილში რამდენიმე კანდიდატურის დასახელების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.   2020-06-04გახარიას შეუძლია ამდენი უსაქმური ჩაიბას და რაღაც შედეგი დადოს – გია ხუხაშვილი   როგორც დიმიტრი შაშკინმა „პრაიმტაიმთან’ განაცხადა, მისი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შორის შეთანხმება ბოლომდე შედგეს.   „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ იყოს კონსენსუსი ოპოზიციურ […]

გაგრძელება

ნარიმანობის ძეგლის აღების მოთხოვნას სუსმა ეთნიკური შუღლი უწოდა! – რას ედავებიან დავით ქაცარავას? – ProNews

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სუსში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, ქაცარავა სუს-ში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, რის შემდეგაც მან მედიასთან კომენტარი გააკეთა: “იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აწარმოებს დევნას ჩემ წინააღმდეგ და ის საქმე, რომელიც წარმოებაში არის, თეთრი ძაფებითაა შეკერილი, სადაც ოთხი ადამიანი თავს დამესხა და იქ ბრალდებულად მე აღმოვჩნდი, ის საქმე მართლაც სასაცილოა და […]

გაგრძელება

რას ჰყვება ძაღლების ჩხუბის ვიდეოზე ბავშვის ბიძა? – "უხაროდა…" – ProNews

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კადრების შესახებ არასრულწლოვნის ბიძა საუბრობს. როგორც არასრულწლოვნის ბიძა „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვი ძაღლს არ აქეზებდა. „კარები იყო ღია, მაწანწალა ძაღლი შემოვიდა გერმანულ ნაგაზთან. საჭმელზე რომ მივიდა მან ჩხუბი დაუწყო. ბავშვი არ აქეზებდა, უხაროდა, რომ ძაღლები ჩხუბობდნენ. მერე დაენანა და გააშველა, ამ დროს სახლში ბებიის გარდა არავინ იმყოფებოდა.” ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე […]

გაგრძელება

"გონების დაკარგვა, კომა, ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება, კრუნჩხვები!" – რას იწვევს პირბადის დიდხანს ტარება? – ProNews

ბიოსამედიცინო კორპორაცია “CALYPTE”-ს ჟენევის ფილიალის დირექტორი, ხათუნა ჯანჯალია, სოციალურ ქსელში, წერს: “ხანგრძლივად ნიღბის (პირბადის) ტარების მქადაგებლების და მატარებლების საყურადღებოდ:გარდა იმისა, რომ ჩვენს ცხვირხახაში თანამცხოვრები არაპათოგენური ან პირობითპათოგენური მიკროორგანიზმები ანაერობულ პირობებში შეიძლება პათოგენურად გადაიქცნენ და ეს უკანასკნელი მომაკვდინებელ მტრად მოევლინოს შინაგან ორგანოებს და უკურნებელი პათოლოგიები გამოიწვიოს, ასევე, კოვიდთან დაკავშირებული ნიღბების ხანგრძლივი ტარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს დიდი […]

გაგრძელება

რას ამბობს რატიანი დღეს და რას ამბობდა 16 აპრილს? – ძნელია, ის მოწოდება გააკეთო, რასაც არ ეთანხმები! – ProNews

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი “პოსტ ალიონის” ეთერში სტუმრობისას აცხადებს: “შეიძლება გქონდეს სამედიცინო განათლება, მაგრამ არ იყო ექიმი…არ არსებობს წარმატებული ექიმის ღმერთის გარეშე, სულ დგას შენ უკან, ვერ აჯობებ ბოროტებას… ყველა ვგრძნობთ იმ ღვთიურ მხარდაჭერას… როდესაც იყო მოწოდება, არ შეიკრიბოთ, ყველა დღე დავდიოდი ღამ-ღამობით ეკლესიაში, არ ვიცოდი რა გვეკეთებია. ის არასდროს არ გვტოვებდა მე […]

გაგრძელება

რას უკავშირებს გია ვოლსკი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.   ვოლსკის თქმით, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეული პიროვნება, რომლის მიმართ მიდის ინფორმაციული შეტევა.   2020-06-03უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა! – რომან გოცირიძე პრემიერად საკუთარ თავს განიხილავს […]

გაგრძელება

"ეს ხდება "კარფურში" – რას წერს მომხმარებელი? – ProNews

ჰიპერმარკეტ „კარფურის“ თანამშრომელს გული წაუვიდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და გამოხმაურებებიც მოყვა: „ეს ხდება კარფურში. თანამშრომელს ვირული შრომის, დახუთულობისა და კიდევ ღმერთმა იცის რის გამო… გული წაუვიდა. როდემდე ადამიანებო?! როდემდე უნდა ვითმინოთ ეს მონობა?! სად არის შრომის უფლებები და რატომ უწევთ გაუსაძლის პირობებში მუშაობა მიზერული თანხის გამო?! პირბადეებით არიან მთელი დღე დახურულ სივრცეში […]

გაგრძელება