დავით ბაქრაძე: მოლაპარაკებაში სამგორი ჩვენს კვოტად განიხილებოდა, მაგრამ ენმ-თან ამაზე პრობლემა არ გვაქვს

“რაც გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა სწორი და კარგი ნაბიჯი იყო ზუსტად მრავალფეროვნების ნაწილში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.  კითხვაზე, მათ შორის კონკრეტულ ოქლებთან მიმართებაშიც? – ბაქრაძე პასუხობს: “კონკრეტული ოლქები იმ ერთი ოლქის სანაცვლოდ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელზეც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მოლაპარაკებაში სამგორი უფრო “ევროპული […]

გაგრძელება

ნიკა მელია: მე და გიგა ბოკერია არ შევრიგებულვართ, მაგრამ ქვეყანას ცეცხლი უკიდია

როცა სახლი იწვის და შენ ქაფჩები უნდა აიღო და წყალი შეასხა, იმის გარჩევას დაიწყებ ვისთან ერთად აქრობ კერას?! ცეცხლი უკიდია ამ სახელმწიფოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ოლიგარქია მოსაშორებელი და ამაზე თანხმდებიან ის და გიგა ბოკერია. “როცა ვიღაცა ვიღაცას არ […]

გაგრძელება

ნიკა მელია: 2018 წელს თბილისში 153 000 ხმა ავიღეთ, დანარჩენმა ოპოზიციამ – 108 000, მაგრამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს

“არ დაგიმალავთ, ჩვენ დავინახეთ რისკი, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის სრული შეთანხმება გართულდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაინახა ეს პრობლემა. ძალიან ახალი პარტია ჩამოყალიბდა. ზოგი რამდენიმე დღეში დარეგისტრირდება როგორც პარტია, მაგალითად როგორიცაა ალეკო ელისაშვილის პარტიას. ესენი ძირითადად პოულობენ ელექტორალურ მოჭიდებას თბილისში. მათი ძირითადი ინტერესი […]

გაგრძელება

ინგა გრიგოლია გიორგი ვაშაძეს: მაპატიეთ, მაგრამ ჯერ არ ხართ პრემიერ-მინისტრი

“ეს ყველაფერი ტოვებს განცდას, რომ ოპოზიციაში რაღაც ხდება და ჩვენ ვცდილობთ, რომ დავეწიოთ ამ ყველაფერს. მაგალითად, რაც მოხდა გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით”, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა გადაცემაში მოწვეულ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.  რაზეც გიორგი ვაშაძემ უპასუხა: “რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული?!” – რაზეც გრიგოლია პასუხობს: “გუშინ გია ბარამიძე იჯდა ჩვენს სტუდიაში და არ მოგისმენიათ მისი […]

გაგრძელება

კობა გვენეტაძე: სებ-ის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში წარადგინა. კობა გვენეტაძემ  გლობალური კრიზისის პირობებში საერთაშორისო პარტნიორების თანადგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და […]

გაგრძელება

2021 წლიდან ეკონომიკა დაიწყებს ზრდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება

2021 წლიდან ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკა საქართველოში დაიწყებს ზრდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოს კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, რომ განსაკუთრებით გვერდში დაუდგეს ბიზნესებს, თუნდაც ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და ეს […]

გაგრძელება

პარლამენტში მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ – ტიკარაძე

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.   მისი თქმით, მას არანაირი რეგლამენტი არ დაურღვევია.   2020-06-04როგორია ექსპერტის მდგომარეობა, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა   „პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი. კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.   მე არა როგორც მხოლოდ […]

გაგრძელება

ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: შეიძლება ეს არ იყოს საუკეთესო, მაგრამ ეს არის იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარ დაუჭერს, თუმცა პროექტის სახახლო განხილვების პროცესში არ ჩაერთვება.ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “ველოდები, რომ პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, დასაკრგი დრო აღარ არის, ობიექტური და სუბიექტური მიზეზებსი გამო ისედაც ბევრი დრო დაიკარგა. საჭიროა განხილვების სწრაფად წარმართვა, ის ვერ განიხილება ტრადიციულ ფორმატში, […]

გაგრძელება

ზაალ უდუმაშვილი: გაერთიანებაში 30 პარტიაა და აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ შეთანხმებამდე მივალთ

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება იქნება წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებითაც, იმაზე თუ რა ფორმატით გავალთ საბოლო ჯამში ჩვენ არჩევნებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა “ტვ პირველს” განუცხადა. პოლიტიკოსის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში აზრთა სახვადასხვაობა მოსალოდნელია. “ოპოზიცია ერთიანია და ეს დაადასტურა ყველა იმ პროცესმა, რომელიც ჩვენ ერთად გადავლახეთ სწორედ ოპოზიციის ერთიანობის ძალისხმევით. რა თქმა უნდა, […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქებისას, შესაძლოა, იყოს შემთხვევების მატება, მაგრამ, ეს პანიკის საფუძველი არ არის

იგივე დღეს, დღევანდელი 26 ახალი შემთხვევა, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის”-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ” ზოგადად, შემსუბუქების შემდეგ, პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში ჰქონდა ადგილი შემთხვევათა რაოდენობის მატებას. ალბათ, მოსალოდნელია ჩვენც გვექნეს შეთხვევათა რაოდენობის მატება ქვეყანაში, მაგრამ, ეს არ უნდა იყოს არავითარი პანიკის საფუძველი. იგივე დღეს, დღევანდელი 26 ახალი […]

გაგრძელება

"ოპოზიციაში დამნაშავეები არიან, კრიმინალები არიან, მაგრამ დებილები არ არიან და იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ!" – ProNews

„ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია: –  მთავრობის ბოლო სამი თვის მუშაობა რომ შევაჯამოთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ? -რა მომეწონა და რა არ მომეწონა არ არის მთავარი, მთავარი შედეგია. შეიძლება რაღაც არ მომეწონოს, მაგრამ შედეგი იყოს კარგი. შედეგის კუთხით, თითით საჩვენებელია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ექიმები, ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ასეთი კრიზისის დროს მაქსიმალურად დაიცვას მოსახლეობა. […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: საზღვარი კარგად არის დაცული, მაგრამ უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით

“უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით, ის რომ საქართველოში საზღვარი კარგად იცვება, ამის ერთერთი მთავარი გამოხატულება არის, რომ ბოლო დღეეებში, ახალ შემთხვევათა დიდი ნაწილი გამოვლინდა სწორედ საკარანტინო სივრცეებიდან და უმეტესობა იყო შემოსული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გლობარულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ვითარება […]

გაგრძელება