დღეს ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და ხათუნა ზახაშვილი ,,ფეისბუქ ლაივს” გამართავენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ცენტრის წარმომადგენლები “ფეისბუქ ლაივში” ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ. 2020 წლის 5 ივნისს 19:00 საათზე დაგეგმილია ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და ხათუნა ზახაშვილის ,,ფეისბუქ ლაივი” (ბრიფინგი) სახელწოდებით “COVID-19 და მასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები”. ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს კითხვების გაგზავნა შეუძლიათ წინასწარ და ბრიფინგის საკონტაქტო პირი ცენტრის თანამშრომელი ნინო მამუკაშვილია (595 […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: გუშინ გავისეირნე ქუჩებში,  პარკში და ვნახე, რომ თანამოქალაქეების უმრავლესობა, არ იცავს დისტანციას, არც პირბადეს ხმარობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,პარკებში მოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს დისტანციას და არ უკეთია პირბადე. „მესმის, რთულია სიცხეში, მე გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა, არ იცავს დისტანციას, არც პირბადეს ხმარობს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა ვიხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: პირბადე, მარტივი თვითდაცვის საშუალება, ძალიან გთხოვთ, ყველამ ვატაროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღონისძიებების შემსუბუქებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაითავისონ. როგორც ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შემსუბუქების პერიოდში, კიდევ ერთხელ, ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი, თითოეულის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩვენ თითოეულმა უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. “ძალიან კარგია, რომ აქ ვინც ბრძანდებით, ხართ პირბადეებით, რადგან ბევრნი ხართ და არ გაქვთ დაცული ორმეტრიანი დისტანცია. […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი და ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის , ამირან გამყრელიძის განცხადებით,  დავივიწყოთ და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება. როგორც ამირან გამყრელიძემ დევანდელ ბრიოფინგზე განმარტა, დაწესებულებები, რომლებიც იხსნება დღეს, კიდევ უფრო მეტად გაზრდის მობილობას. „ღია ბარები, რესტორნები, კაფეები ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის მიერ არიან შემოწმებული და ყველას აქვს მიცემული რეკომენდაციები, როგორ უნდა იმუშაონ, რამდენი მაგიდა […]

გაგრძელება

ბრუნდება თუ არა ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში

„მემგონი კარგ ადგილას ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთი და იგივე მდინარეში არ შედიან სამჯერ“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, ვიხილავთ თუ არა პოლიტიკაში.   2020-06-01ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! – გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს   „არ ვიცი რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია, მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ- პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი სურვილი არ მაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და განმარტა, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნა 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე  განვლილი გზაა. „არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია. მე პოლიტიკაში ვიყავი, 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: მომესმა, ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო, ეს დანაშაულია!

რაღაც მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა. მან საზოგადოებას მოუწოდა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვისკენ. „პირბადე იმიტომ არის ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: COVID 19-ის 26 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევა COVID19-ის უკონტროლო და სახიფათო გავრცელებაზე არ მიუთითებს – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, სწრაფად და ორგანიზებულად ხდება როგორც ინფიცირებულთა გამოვლენა-მკურნალობა, ასევე კონტაქტების გამოკვლევა „26 ახალი შემთხვევა არ ქმნის პანიკის არავითარ საფუძველს, რადგან ყველა ეს […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ხრიკებით და მიმზიდველობით ცდილობს ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანოს

სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართული „ფეისბუქ ლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. “თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, რაც ბოლო ორ დღეში ფიქსირდება, შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული. „გუშინდელი და დღევანდელი მატების შედეგები არ არის შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული. მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში და ველოდებოდით, რომ გვექნებოდა დამატებითი შემთხვევები. ამიტომ, პარასკევს თითქმის სრულად მოსახლეობა გამოვიკვლიეთ […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქებისას, შესაძლოა, იყოს შემთხვევების მატება, მაგრამ, ეს პანიკის საფუძველი არ არის

იგივე დღეს, დღევანდელი 26 ახალი შემთხვევა, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის”-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ” ზოგადად, შემსუბუქების შემდეგ, პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში ჰქონდა ადგილი შემთხვევათა რაოდენობის მატებას. ალბათ, მოსალოდნელია ჩვენც გვექნეს შეთხვევათა რაოდენობის მატება ქვეყანაში, მაგრამ, ეს არ უნდა იყოს არავითარი პანიკის საფუძველი. იგივე დღეს, დღევანდელი 26 ახალი […]

გაგრძელება

ამირან გამყრელიძე: თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას, ადვილად უვითარდებათ გართულებები

თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თამბაქო უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე: ” ყველამ უნდა გავითავისოთ, თამბაქო არის ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძის თქმით, თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას. ” თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას. ეს ადამიენები უფრო მოწყვლადი […]

გაგრძელება