70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება – რა კეთდება

რა კეთდება

loading...

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, მან შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ასაკოვან ადამიანებს მოუწოდა, გაითვალისწინონ რეკომენდაცია და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ.

„უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და შინ დარჩნენ,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და “კომენდანტის საათი” უქმდება.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *