შექმნეს ნიღაბი, რომელიც კორონავირუსთან კონტაქტის დროს ანათებს

ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოინჟინერთა გუნდმა შექმნა უნიკალური პირბადე, რომელიც COVID-19–ის აღმოჩენის დროს ანათებს. ინფორმაციას Business Insider -ი ავრცელებს.   „ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე სამსახურში წასვლისას თუ უკან დაბრუნებისას.     საავადმყოფოებს მისი გამოყენება იმ პაციენტებთან შეუძლიათ, რომლებსაც მოსაცდელში უწევთ ყოფნა“, – ამბობს პროფესორი ჯიმ კოლინსი.   ჰარვარდის მეცნიერებმა 2014 წელს შექმნეს სენსორებიანი ნიღაბი, რომელსაც გარკვეულ პირობებში ებოლას […]

გაგრძელება

"ბიძინა არ ენდობა კობახიძეს, კალაძეს, მდინარაძეს, ვოლსკის…" – ProNews

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “ის ნიუსი, რომ მხოლოდ სამმა ადამიანმა (ბიძინამ, გახარიამ,თალაკვაძემ) და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იცოდა შეწყალების ამბები მაფიქრებს, რომ გუნდში უნდობლობაა! გამოდის ბიძინა არ ენდობა კობახიძეს, კალაძეს, მდინარაძეს, ვოლსკის და ა.შ. ეს დამოკიდებულება იქნება საპარლამენტო სიის შედგენისას… დაახლოებით 75 -80 ისეთი მონა უნდა შეირჩეს, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრებს გაყიდის ბიძინას გამო! […]

გაგრძელება

„შენ ხარ ჩემი საუკეთესო ხედი“ – ნანუკას და ბერას მორიგი ვიდეო

ბერა ივანიშვილი მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად თაყვანისმცემლებისთვის შეპირებას უნაკლოდ ასრულებს.   წყვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერა, რომ სახალისო ვიდეოებს არ მოაკლებდნენ.   ყოველდღიურად ბერა თუ ნანუკა თავიანთი instagram-ის გვერდების საშუალებით სხვადასხვა ვიდეოს აზიარებენ და უკვე მილიონობით მოწონებას აგროვებენ.   ახლახან მათ ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, რომლის ინგლისური ტექსტიც დაახლოებით ასე ითარგმნება, ბიჭი გოგონას ეკითხება, მოსწონს თუ არა […]

გაგრძელება

ზურაბიშვილი: დღევანდელი პუტინი აღარ არის იმ დროინდელი პუტინი, ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. “ბევრი წელი გავიდა, დღევანდელი პუტინი აღარ არის იმ დროინდელი პუტინი, ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში და კიდევ შეიცვლება ამ კოვიდის შემდეგ, ჩვენ შევდივართ სულ სხვა მსოფლიოში. ვერავინ ვერ იტყვის როგორი იქნება ხვალ რუსეთი, რომელიც განიცდის ძალიან დიდ კრიზისს, ერთის მხრივ, კოვიდის და მეორეს მხრივ ნავთობის, როგორ […]

გაგრძელება

არ მქონია არანაირი კომუნიკაცია სენატორებთან, რადგან ეს არ არის ჩემი დონე – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში სენატორებთან პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან ეს მისი დონე არ არის.   „შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. გამოცდილმა დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება.   როცა შენ რომელიმე საელჩოს ელჩი ან თანამშრომელი ხარ, ჩართული ხარ ძალიან ბევრი, […]

გაგრძელება

პრეზიდენტი: ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ covid19-ის ვაქცინები არ უნდა იყოს სავალდებულო, ჩემთვის ეს მიუღებელია

“მე დიდ პატივს ვცემ ეკლესიას, და არა მხოლოდ პატრიარქს და ეს გამოჩნდა არაერთხელ. აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები და ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით […]

გაგრძელება

ბესელია ხუნდაძის ინიციატივაზე: ეს არის წინასაარჩევნო, ცუდი და თავხედური გადაწყვეტილება

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტში  ინიცირებული პაკეტი, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში ცვლილბების შესახებ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მთავრობისთვის კონკრეტული უფლებების მინიჭებას ითვალიწინებს, წინასაარჩევნო გადაწყვეტილებაა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. როგორც ეკა ბესელიამ გადაცემა “პოლტიკის ფორმულაში” სტუმრობისას განაცხადა,  პარლამენტი ამ კანონპროექტს არ დაუჭერს მხარს. „ეს არის წინასაარჩევნო, ცუდი და თავხედური გადაწყვეტილება. წინა ხელისუფლების კანონებს რომ ვაკრიტიკებდი, […]

გაგრძელება

შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინს – პრეზიდენტის პასუხი

„დღეს არ არის გარემოებები, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა „ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვას – აპირებთ თუ არარუსეთის პირველ პირებთან პირდაპირ დიალოგს.   „მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე, მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასდროსაა გამოსავალი.   ერთი-ერთზე დიალოგის გამოცდილება მე გამაჩნია, მათ შორის უახლოეს წარსულში (ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს […]

გაგრძელება

ივანიშვილმა ყველაფერი ხონჩით გვაჩუქა მეც და უგულავასაც – ირაკლი ოქრუაშვილი

„უნიჭო სპექტაკლი, რაც დადგეს, ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ რაღაცნაირად დავემცირებინე , – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.   ოქრუაშვილი ამბობს, რომ  მისთვის დაპატიმრება მოულოდნელი არ ყოფილა.   „როგორც წესი, პოლიტიკოსს როცა აპატიმრებენ, ეს მოულოდნელი მისთვის არ არის, ჩემ შემთხვევაში ასე იყო. გიგი უგულავას შემთხვევაშიც ასე იყო დარწმუნებული ვარ.   2020-01-15თქვენ ჩამოხვალთ ჩემი […]

გაგრძელება

რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, მძაფრი რეაქცია მექნებოდა – პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამის გამო მადლოებებს არ ელოდა.   მისივე თქმით, შეწყალების საკითხი საქართველოსთვის „ძალიან სერიოზული საფეხურია, რასაც საქართველო თავისი პრესტიჟისთვის და შინაგანი განვითარებისთვის გაივლის“         „მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ჩემი მოვალეობაა, რომ მე გამოვიყენო ეს ადგილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად, რაც […]

გაგრძელება

ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის – ზურაბიშვილი

„ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.   ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ამოცანა, ამ ეტაპზე, არის ის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის მაღალ დონეს მიაღწიოს.   „ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც იცის. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი […]

გაგრძელება

პრეზიდენტი: ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენ, მეც და საზოგადოებამაც იცის

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. “ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც იცის. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის შევაღწიოთ იქ, სადაც დღეს გვჭირდება, რომ ვიყოთ, რომ მივიღოთ თანამშრომლობის ის დონე, რაც არის საქართველოსთვის საკადრისი და ამას ყველა […]

გაგრძელება