Red Bull Solo Q-ს ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია

16 მაისს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, Red Bull Solo Q-ს ოთხი საუკეთესო მოთამაშე შეირჩა. ოთხი ფინალისტიდან ორი, Legionnaire და Illy მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ამჯერად ნახევარფინალში. Gukka და Gentleyordle კი, პირველად ითამაშებენ ნახევარფინალს. ჩემპიონატის ნახევარფინალები 17 მაისს 19:00 & 20:30 საათზე დაიწყება, ფინალი კი- 22:00 საათზე. Red Bull Solo Q ონლაინ ჩემპიონატია და თამაშების სტრიმის ნახვას […]

გაგრძელება

გოგონა მამაკაცის ხელებით: როგორ ცხოვრობს ინდოელი, რომელსაც მამაკაცის  კიდურები გადაუნერგეს

როდესაც ხელების ამპუტაციია შემდეგ გოგონას შესთავაზეს მამაკაცი დონორის მსხვილი, თმით დაფარული კიდურები, ის მაშინვე დათანხმდა, რადგან ისედაც ერთ წელზე მეტი ელოდა. მაგრამ რაც მას შემდეგ მოხდა, როდესაც ხელები გადაუნერგეს, გამოცდილი ექიმებიც კი გააკვირვა.   ეს დღე შრეია სიდანაგაუდერს არასოდეს დაავიწყდება, როდესაც 2016 წლის ოქტომბერში, 18 წლის სტუდენტი ავტობუსით მიდიოდა პუნიდან მანიპალამდე და საშინელ ავარიაში მოჰყვა, […]

გაგრძელება

“ჭიჭნაუხტის” ანუ აბრეშუმის ჭუპრისგან დამზადებული უნიკალური სამკაულები” – ენდი მეყანწიშვილის “კოკონების სამყარო”

თუკი მცირე ისტორიულ წყაროებს მოვიშველიებთ, აბრეშუმის წარმოება საქართველოში ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში დაუწყიათ. ვახტანგ გორგასალს ეს კულტურა ინდოეთიდან შემოუტანია, როცა ის შაჰ პეროზს ახლდა ლაშქრობაში. აბრეშუმს ქართულ ლიტერატურულ წყაროებში ჭიჭნაუხტად მოიხსენიებენ. მეაბრეშუმეობა საქართველოში საუკუნეების მანძილზე სტრატეგიულ დარგად ითვლებოდა. XIX – XX სს-ში ქვეყანა, არსებული რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, მეაბრეშუმეობის განვითარებაში აღმავლობის გზას ადგა. ქართული საექსპორტო პროდუქციის […]

გაგრძელება

ისტორია, თუ როგორ მოხვდა „ჩაკრულო“ კოსმოსში გაშვებულ „ოქროს დისკზე“

1977 წელს „ნასამ“ თავისი ყველაზე პოპულარული პროექტი განახორციელა – კოსმოსში გაუშვა ორი რაკეტა – „ვოიაჯერ-1“ და „ვოიაჯერ-2“.   ამერიკელ მეცნიერს, კარლ საგანს გაუჩნდა იდეა, რომ დედამიწიდან გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა ძალიან დიდი ინფორმაცია დედამიწისა და მისი მობინადრეების შესახებ.   შეიქმნა ე.წ „ოქროს დისკი“, რომელზეც დაიტანეს ადამიანებისა და ცხოველების ფოტოები, ბუნების სხვადასხვა მოვლენა. მათემატიკური ფორმულები და 27 […]

გაგრძელება

მეცნიერები კორონავირუსის ახალი კერის შესახებ გვაფრთხილებენ! – რა ხდება ამაზონის ჯუნგლებში

როგორც ბრაზილიელი ეკოლოგი, დევიდ ლაპოლა აცხადებს, შემდეგმა პანდემიამ ​ შესაძლებელია, ამაზონის ტროპიკული ტყეებიდან დაიწყოს გავრცელება.   რეგიონში ტყეების არაკონტროლირებადი გაჩეხვის შედეგად, ადამიანის შეჭრა გარეული ცხოველების საცხოვრებელ ადგილებში იზრდება.   როგორც ცნობილია, სწორედ გარეულმა ცხოველებმა დაუდეს დასაწყისი COVID-19-ის პანდემიას, რაც მომავალშიც შესაძლებელია განმეორდეს.   მეცნიერის განცხადებით, ამაზონი ვირუსების უზარმაზარი საცავია და არ ღირს მის სამყაროში შეჭრა. […]

გაგრძელება

სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო – ირაკლი ოქრუაშვილი

სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.   ოქრუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა – გამორიცხავს თუ არა ის ყოფილ პრეზიდენტთან, რომლის დროსაც მას იჭერდნენ, ერთად ბრძოლას ხელისუფლებაში მოსასვლელად.   „ამ ყველაფრის შედეგად არავის მიმართ არ მაქვს რევანშის გრძნობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ქვეყანაში […]

გაგრძელება

კორონავირუსისგან განკურნებულმა, მადლიერების ნიშნად შეწირულ ხარზე მიპატიჟებული სტუმრები დააინფიცირა

თურქეთში, ქალაქ ყარსში კორონავირუსის შემდეგ განკურნებულს 2-კვირიანი თვითიზოლაცია უნდა დაეცვა, თუმცა წესებს არ დაემორჩილა, ღმერთს მადლიერების ნიშნად ხარი შესწირა და მეგობრებიც მიიპატიჟა.   აღმოჩნდა, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები მის ორგანიზგმში ისევ იყო. ამის გამო 10 ადამიანი დაინფიცირდა.   ინფორმაციას ამის შესახებ „ჰაბერ გლობალი“ ავრცელებს.   „ძლივს ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებოდით, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, ისევ მოგვიწევს შეზღუდულ […]

გაგრძელება

დაღესტნის სამუფტომ მაღაზიებში დაგროვილი ღარიბების ვალები გადაიხადა

ამის შესახებ, რელიგიური ორგანიზაციის ოფიციალურ ინსტაგრამზე დგამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რეგიონალური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან დაღესტნის სამუფტომ რესპუბლიკის ქალაქების და რაიონების მაღაზიებში თვითიზოლირების პერიოდში ღარიბი მოსახლეობის მიერ დაგროვილი ვალები გადაიხადა. მედიის ცნობით, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ “ოჯახის გამოსაკვებად საჭირო სახსრების გარეშე დარჩენილი ბევრი მცხოვრები შეიქმნა იძულებული ადგილობრივ გასტრონომებში ნისიად შეეძინა საქონელი. დაღესტნის მუფტის თანაშემწე მუხამად მუკოშდიბიროვმა […]

გაგრძელება

იმედია, რომ არაა სიმართლე – vesti.ua იუწყება, რომ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემა vesti.ua-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს COVID-19 დაუდგინდა.   „პრაიმტაიმი“ შეეცადა დეტალები „ნაციონალური მოძრაობაში“ გაერკვია.   პარტიის ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ არ სმენია. „ვერ გეტყვით არაფერი მსმენია მსგავსი, იმედია, რომ არაა სიმართლე“.   ინფორმაციას არ ადასტურებს, არც თინა ბოკუჩავა. „ჩემი ინფორმაციით, არაფერი მსგავსი“, – გვითხრა ბოკუჩავამ.

გაგრძელება

უგულავას დაკავება გამიხარდა – ირაკლი ოქრუაშვილი

პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „დღეს დავურეკე და გიგი უგულავას გავეხუმრე. პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა. მაგრამ არის ერთი ადამიანი ვისი დაჭერაც გამიხარდა […]

გაგრძელება

საქართველოში covid19 კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა

ქვეყანაში covid19 კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა, სულ 683 შემთხვევა დადასტურდა – საქართველოს მთავრობის შექმნილ ვებგვერდზე მონაცემი რამდენიმე წუთის წინ შეიცვალა. stopgov.ge-ის მონაცემებით: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 683 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 419 მათ შორის გარდაცვლილი – 12 კარანტინის რეჟიმში – 3822 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

გაგრძელება

როდიდან შეძლებს თურქეთი ტურისტების მიღებას

თურქეთი საერთაშორისო ტურისტების მიღებას ივნისის შუა რიცხვებიდან განაახლებს. ამის შესახებ ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა.   „ვფიქრობთ, ტურისტების მიღება გარკვეული ქვეყნებიდან ივნისის შუა რიცხვებიდან განახლდება.   პირველ ეტაპზე ტურისტებს, როგორც ჩანს, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან მივიღებთ.   ამავე დროს, როგორც ჩანს, დაიწყება საერთაშორისო ფრენები სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.   რაც […]

გაგრძელება