უცნობი დაავადების სიმპტომები, რამაც ნიუ-იორკში უკვე სამი ბავშვი იმსხვერპლა

The New York Times-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ბოლო პერიოდში 3 ბავშვი უცნობი დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც შესაძლოა ახალ კორონავირუსს უკავშირდება.   „ამ დაავადებამ 3 ნიუ-იორკელი ბავშვის სიცოცხლე წაგვართვა… ეს ახალი ტენდენციაა. ახალი მიმართულება,”- განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.   ენდრიუ კუომოს თქმით, ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში სასწრაფო დახმარების საშუალებით შეჰყავდათ, არ ჰქონდათ ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სინდრომები; მათი უმრავლესობა იყო კოვიდ-დადებითი ან სისხლში […]

გაგრძელება

გიორგი ვაშაძის პირდაპირ ეთერში მისი პატარა გოგონა შეიჭრა – სახალისო ვიდეო

„პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი ვაშაძის პირდაპირი ჩართვის დროს სახალისო ფაქტი მოხდა.   როდესაც „ახალი საქართველოს“ ლიდერი წამყვანის კითხვას პასუხობდა, მოულოდნელად ეთერში მისი პატარა გოგონა გამოჩნდა.   პოლიტიკოსი მის მოშორებას, ცალი ხელით ცდილობდა და შვილისთვისაც და წამყვანისთვისაც ბოდიშის მოხდა მოუხდა.   „როგორც ჩანს, ბავშვებსაც უჩნდებათ სურვილი ჩაერთონ ამ პოლიტიკურ პროცესში“ – სახალისო ინციდენტის შემდეგ დაასკვნა წამყვანმა.  

გაგრძელება

24 წლის ქართველი გოგონა მარტო დარჩა ქალბატონთან, რომელსაც მოულოდნელად ინსულტი დაემართა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქართველების განსაკუთრებული თანადგომის შესახებ არაერთ საიტზე და მათ შორის „პრაიმტაიმზეც“ არაერთხელ დაიწერა.   საქართველოს ფარგლებს გარეთ, უმუშევრად დარჩენილი ემიგრანტები ყველანაირად ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას.   ერთ-ერთი ბოლო ისტორია საბერძნეთს უკავშირდება, სადაც საქართველოს მოქალაქე, ნათია ცირეკიძე უკვე რამდენიმე კვირაა ინსულტით დაავადებულ, ასევე საქართველოს მოქალაქეს პატრონობს.   ნათიას შესახებ სოციალურ ქსელში ემიგრანტი და ათენის ქართული სახლის […]

გაგრძელება

ჯერ არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვალდებული ვარ გიპასუხოთ – თენგიზ ცერცვაძე

„კრიტიკულ პაციენტზე ჩვენ ერთხელ გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.   თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა 83 წლის ქალბატონზე იქნა გამოყენებული, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.   მისივე განმარტებით, პლაზმის გამოყენების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ვითარება მაინც მძიმედ ფასდება.   „ჯერ არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ […]

გაგრძელება

უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყანაში დაბრუნდა და კარანტინშია​

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სამშობლოში კონსულტაციისთვის გამოიძახეს, ქვეყანაში დაბრუნდა.   ის ახლა კარანტინში იმყოფება.   როგორც ის „იმედთან“ საუბრისას ამბობს, ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას და შემდგომ გაიმართება კონსულტაციები.   „ელჩის გამოძახება კონსულტაციებზე, ეს დიპლომატიაში მიღებულია. ჩვენს პარტნიორებს ეს ნაბიჯი არ გაჰკვირვებიათ და გარკვეულწილად გაგებითაც მოეკიდნენ. ​ რეაგირება იყო, რომ უკრაინის […]

გაგრძელება

ბურჯანაძე ჩარკვიანზე: არაპოლიტიკოსების გამონათქვამებზე საუბარს არ ვაპირებ, მას პოლიტიკოსად არ ვთვლი

“ერთინი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “კანონი და სამართალის” ლიდერის თაკო ჩარკვიანის კრიტიკას უპასუხოდ ტოვებს. ბურჯანაძის თქმით, ჩარკვიანს პოლიტიკოსად არ თვლის და არაპოლიტიკოსების გამონათქვამების შეფასებას არ აპირებს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. _ პრორუსულ და პროპუტინისტურობაში ოპოზიციიდანაც გადანაშაულებენ ხოლმე. ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა სერიოზულად გაკრიტიკებთ ხოლმე… […]

გაგრძელება

დავით ბაქრაძე: ამ სისტემაში 77/73-ზე პოლიტიკური არჩევნები იქნება როგორც გლადიატორების ჯახი

“არ გამოვრიცხავ, რომ 120/30-ზეც კი მიიღონ კრიტიკის შესასუსტებლად, ოღონდ პატიმრები არ გამოუშვან, რადგან ეს არის პირადი ბოღმა, რაც ადასტურებს, რომ ეს ხალხი პოლიტიკური პატიმრები არიან”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” ისაუბრა. “ჩვენ ხომ არ ვთხოვთ აღიარებას, რომ ეს ხალხი პოლიტიკური პატიმრები არიან. ჩვენ  თავზე ნაცარი დაიყარეთ, გამოდით […]

გაგრძელება

ადამ კინზინგერი – აუცილებელია, საბოლოოდ შესრულდეს ეს შეთანხმება

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებას ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ შეთანხმების საბოლოოდ შესრულება აუცილებელია.   „ეს იდეალური ნათქვამია. აუცილებელია, რომ საბოლოოდ ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ“,- წერს ადან კინზინგერი.   დაგაინტერესებთ: აშშ-ს საელჩოს სპეციალური განცხადება ოპოზიციის და მმართველი გუნდის დაპირისპირებაზე

გაგრძელება

ბაქრაძე: ორივე ნაწილში შეთანხმება იყო მიღწეული, მათ შორის კონკრეტული სახელებითა და გვარებით

ორივე ნაწილში შეთანხმება იყო მიღწეული, მათ შორის კონკრეტული სახელებითა და გვარებით, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” ისაუბრა. კითხვაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ უგულვას, ოქრუაშვილს, რურუასა და თამლიანს გამოუშვებდნენ? – დავით ბაქრაძე პასუხობს: “მოდით მე შევეცდები დეტალებში არ შევიდე, მაგრამ ცალსახად გიდასტურებთ, რომ შეთანხმება იყო მიღწეული. ამ პროცესში […]

გაგრძელება

ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს სთავაზობს

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგმა არაერთ კულ ტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისე“-ში გაიმართა. ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ სთავაზობს. 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებ გვერდზე შემდეგი ქართული ფილმების ნახვა იქნება […]

გაგრძელება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. სულ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. მათგან ერთი გარდაიცვალა, ორი განიკურნა, 7 ინფიცირებული კი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს.

გაგრძელება

ის გარდაიცვალა ინსულტით! – თენგიზ ცერცვაძე გორში გარდაცვლილ 45 წლის ქალზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, გორში, კორონავირუსით გარდაცვლილი 45 წლის ქალის სიკვილის მიზეზი ინსულტი გახდა.   ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.   „რამდენიმე დღის წინ გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც ერთადერთი ახალგაზრდა გარდაცვლილია ჩვენს ქვეყანაში.   იმის ფონზე, რომ აშშ-ში 20%-ია 20 წლიდან 64 წლამდე, საქართველოში ეს იყო სამწუხარო, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 68 […]

გაგრძელება