კაცი, რომელიც საყვარელი ქალის საფლავზე დასახლდა – აბაშაში ეს ისტორია თაობებს შემორჩა

აბაშის რაიონში ბევრმა იცის კიჭო ჯიჯეიშვილის საოცარი სიყვარულის ამბავი ვერა ნოდიას მიმართ.   ამ ისტორიის შესახებ სოფელ სეფიეთის სკოლის დირექტორმა, პაატა რურუამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უამბო.   „ჩვენთან, სოფელ სეფიეთში ეს ისტორია ყველამ იცის. კიჭე ჯიჯეიშვილს ახალგაზრდობაში ჩვენივე სოფლის მცხოვრები, ლამაზი ქალი შეჰყვარებია – ვერა ნოდია, რომელმაც ბიჭის სიყვარული უარყო.   შემდეგ ეს ქალი ვიღაცას მოუტაცია და ქმარი მალევე გარდაცვლია. […]

გაგრძელება

მდინარაძე სააკაშვილზე: ლაპარაკია ძებნილზე, რომელსაც სასამართლოს სამივე ინსტანციის განაჩენით დადასტურებული აქვს, ძალიან მძიმე დანაშაული

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე შესაძლოს დაინიშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი რადაში არ განხილულა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჩვენი რეაქცია იყო ბუნებრივი. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება ასევე, თავმოყვარე ქვეყნისა, როგორც მოიქცეოდა ისე მოვიქეცით ჩვენც. სხვა გზაც არ არის, სულ […]

გაგრძელება

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ქუთაისში მოზარდი, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა აცნობა. ” 11 წლამდე მოზარდი,  მძიმე მდგომარეობით, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა”-განაცხადა მაია რუხაძემ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხევევა რამდენიმე წუთის წინ ნიკეას ქუჩაზე მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 11 წლამდე მოზარდს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. კომენტარი

გაგრძელება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შვილს სახელი მკურნალი ექიმების საპატივცემოდ დაარქვა (ვიდეო)

ამის შესახებ, პრემიერის საცოლის, კერი საიმონდსის ინსტაგრამზე დაყრდნობით, ბიბისი წერს ახალშობილს ვილფრედ ლოური ნიკოლასი ჰქვია. საიმონდსის თქმით, ვილფრედი ბორის ჯონსონის ბაბუის, ხოლო ლოური – მისი ბაბუის საპატივცემოდ შეარჩიეს, ნიკოლასი კი ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში ჯონსონის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ექიმების – ნიკ პრაისის და ნიკ ჰარტის პატივისცემის ნიშნად. ბრიტანეთის პრემიერის ვაჟი ლონდონის საავადმყოფოში 29 აპრილს დაიბადა. ბორის ჯონსონმა […]

გაგრძელება

მდინარაძე: შეიძლება შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, მხოლოდ ამაში ხელი აუცილებლად უნდა შეგვიწყოს მოსახლეობამ

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.​ მისი თქმით, სწორმა მენეჯმენტმა და  საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში, მისცა ხელისუფლებას შესაძლებლობა შეზღუდვების მოხსნაზე ლაპარაკის დასაწყებად. „რომ არა სწორი მენეჯმენტი, ჩვენ პიკს ალბათ უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება, ამიტომ ქვეყანა და ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს,  რადგან არ გვაქვს ისეთი […]

გაგრძელება

ყვარელში სწრაფი ტესტირებით covid19 კიდევ 3 ადამიანს გამოუვლინდა

ყვარელში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლს გამოუვლინდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სამივე ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება PCR ტესტირებამ უნდა დაადასტუროს, რომელიც ოქროს სტანდარტია. მისივე თქმით, შესაბამისი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა. ცნობისთვის, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების […]

გაგრძელება

კახეთში სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზარალი მიაყენა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 3 სოფელი დაზარალდა. ერთ წლიანი ნაკვეთები და პურის ყანები დაისეტყვა სოფელ ანაგაში, წნორში 20 ჰექტრამდე ვენახები და ბოდბისხევის ნაწილი, სადაც ზარალი გაცილებით ნაკლებია. რაც შეეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, როგორც მერიაში განმარტავენ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროულმა ამოქმედებამ სოფლებს ზარალი მნიშვნელოვნად აარიდა თავიდან . დაისეტყვა მხოლოდ […]

გაგრძელება

კახეთში სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა

კახეთში სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, პასუხების გადამოწმება PCR ტესტით მოხდება, რაც ოქროს სტანდარტია. “ჩვენ სწრაფი ტესტები ჩავატარეთ ანტისხეულებზე, ეს სულ სხვა მეთოდია და 3 მათგანი აღმოჩნდა დადებითი, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს PCR  ტესტებით,რაც ოქროს სტანდარტია”, – განაცხადა ნელი […]

გაგრძელება

სოფელ აკაურთასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკაურთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ბოძს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს-ში განუცხადეს , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას […]

გაგრძელება

ჰერმეტული სათვალე, ნიღაბი და რეზინის ხელთათმანი – როგორი მომსახურება იქნება სალონებში (ვიდეო)

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ეკონომიკური საქმიანო აეკრძალა სილამაზის სალონის ბიზნეს. მაგრამ, მთავრობამ უკვე წარმოადგინა ანტიკრიზისული ეკონომიკური VI ეტაპიანი გეგმა, რომლის მიხედვით სალონის ბიზნესს, მხოლოდ მე-6 ეტაპზე, დაახლოებით 2020 წლის 8 ივნისს შეეძლება ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება. თუმცა მკაცრი რეგულაციების დაცვით. სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამუნა შარაშენიძე ამბობს, რომ სილამაზის სალონებთან […]

გაგრძელება

ქუთაისში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ მოზარდს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ბავშვი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანა.მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც “რეგიონულ კვირას”შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. კომენტარი

გაგრძელება

“სახელმწიფოს დახმარება ფერმერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია” – როგორ უმკლავდებიან კორონავირუსის გამოწვევას ახალციხეში

ზედგინიძეების ოჯახს 19 წელია სათბურებში კიტრი, პომიდორი, მწვანილები და ბოლოკი მოჰყავს. მათთვის საკუთარ ეზოში მოყვანილი პროდუქტი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. როგორც ფერმერი „რეგიონულ კვირას“ უყვება, პანდემიის პირობებში მის პროდუქციაზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფერმერების დიდ ნაწილს მოსავლის რეალიზაციასთან გარკვეული ტიპის პრობლემები შეექმნათ. მათ შორისაა გიორგის ოჯახიც, თუმცა ზედგინიძეებმა სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარებებით ისარგებლეს. როგორც ფერმერი […]

გაგრძელება