Bloomberg-ის ჟურნალისტი: არასერიოზულია აზრი, რომ ყველა, ვინც ივანიშვილს აკრიტიკებს, ფულს იღებს


ფოტო: ამერიკის ხმა

Bloomberg-ის ჟურნალისტი, ილაი ლეიკი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სიტყვებს ეხმაურება, რომ სტატია, რომელშიც ის ივანიშვილს აკრიტიკებს და ჩრდილოვან ბოსს უწოდებს, “დიდი ალბათობით, დასპონსორებულია”. ლეიკის თქმით, “არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს.” 

“ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, “ფრიდომ ჰაუსი” და სხვა სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან”,-ამბობს ილაი ლეიკი. 

ლეიკის თქმით, ერთადერთი, ვინც მის სტატიაში ფულს იხდის, ის გამოცემაა, სადაც მუშაობს.  

“დასპონსორებული რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ-ზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… დღეს აქვეყნებს მასალას, რომ თითქოს 77 მილიონს ხარჯავს”,-თქვა თალაკვაძემ დღეს, 14 თებერვალს. 

ილაი ლეიკის მიერ Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატია ამჯერად ქართული ოცნების მიერ ამერიკელი ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ისთვის თვეში $75 000-ის გამოყოფას ეხება, რომელთანაც მმართველმა გუნდმა კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც “ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს” რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *