ინაშვილი კობახიძეს: წინასწარ იცოდეთ, პოლიტიკურადაც და მორალურადაც აფეთქდებით ამ ნაღმზე


“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი” “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს მკაფიო განმარტბებს სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ გუნდის “პოლიტიკურად და მორალურად ნაღმზე აფეთქებას” ვარაუდობს.

“ბატონმა კობახიძემ მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ასეთი საუბრები ამერიკასა და ევროპაში და რა ძალები აიძულებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნაცმოძრაობა ხელოვნურად დააწინაუროს არჩევნებში. ანუ თუ სწორად გავიგე, ეს საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბებას ურჩევენ. ასეა?! მხარდაჭერა არა აქვთ, კრიმინალური წარსული აქვთ, მაგრამ მაინც უნდა დატოვოთ, რას ნიშნავს, როგორ უნდა დატოვოთ, როგორც არარსებული 800 000 ხმა დაუწერეთ, ისე?!

წინასწარ იცოდეთ, პოლიტიკურადაც და მორალურადაც აფეთქდებით ამ ნაღმზე”-წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: ირაკლი კობახიძემ “დღის ქრონიკის ეთერში” განაცხადა, რომ არის გარკვეული ლოგიკა, რომელიც იკვეთება ჩვენი მეგობრების, ევროპარლამენტარების, კონგრესმენების საუბრებიდან. ლოგიკა არის შემდეგი: ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება დღეს არის ძლიერი და ამ სიძლიერეში იგულისხმება რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერა.

მისივე თქმით, ისინი ასევე ხედავენ, რომ ოპოზიცია უკიდურესად სუსტია ამ ვითარებაში. „შესაბამისად მათი პოზიცია არის ასეთი, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა მძიმე მოსასმენი იყოს: კი ბატონო, არის ცუდი და სუსტი ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთი არის ლობისტური ხაზი და იქ სხვანაირად წარიმართება მუშაობა, მეორე კი არის ხაზი, რომელიც ლობისტებთან არ არის კავშირში.

„ისინიც გვეუბნებიან, რომ კი, არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, რადგან მათ იციან, რომ ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში, ჩვენც იცით, რომ ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება: კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ და ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა. „ჩვენი მეგობრების სურვილია, რომ ოპოზიცია არ გაქრეს. ცუდია, მაგრამ ოპოზიცია უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე მოგვიწოდებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგეს დიალოგი და დისკუსია და ამას ეფუძნება ჩვენი შეთავაზებაც 100/50 მოდელის თაობაზე. ეს არის მოდელი, რომელიც ამ სუსტი ოპოზიციის არსებობასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *