“მანჩესტერ სიტი” ჩემპოონთა ლიგის გათამაშებიდან 2 წლით მოკვეთეს


ევროპის ფეხბურთის ფედედერაციების კავშირის გადაწყვეტილებით, ბრიტანული “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 2 წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ უეფას ოფიციალურ გვერდზე უკვე დაიწერა.

როგორც კავშირის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, კლუბმა უხეშად დაარღვია ლიცენზირების და სპონსორული შემოსავლების მიღების წესები. ეს ყველაფერი 2012 და 2016 წლების მონაცემების შემოწმების შემდეგ დადგინდა.

“მანჩესტერ სიტი” ლიგის 2020-2021 და 2021-2022 წლების გათამაშებებს გამოტოვებს და ჯარიმის სახით 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონებს უფლება რჩებათ გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს. სიტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უეფას გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან, თუმცა ეს მათთვის მოულოდნელი არ იყო და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *