პოლიციელი ყვება, რომ ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო დევნიან – მთავარი არხი


ფოტო: მთავარი არხი

მთავარ არხთან ინტერვიუში პოლიციელი ყვება, რომ ყოფილი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო დევნიან.

მთავარი არხის მიერ გავცელებულ ვიდეოში, ყოფილი მაიორი გიორგი დვალიშვილი ლევან იზორიას ძმის, ვახო იზორიას ადმინისტრაციული წესით დაკავებას იხსენებს და ამბობს, რომ დაკავებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის უფროსისა და სხვა მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ, სამართალდამრღვევი პოლიციის მანქანიდანვე გაათავისუფლეს.

ვიდეო ლევან იზორიას შს მინისტრის მოადგილეობის დროსაა ჩაწერილი. იზორია ამ თანამდებობას 2012-2015 წლებში იკავებდა.

გიორგი დვალიშვილი მთავარ არხს სამხრე კამერით ჩაწერილ ვიდეომასალას აწვდის, სადაც ლევან იზორიას ძმის დაკავება და დაკავებულის მიერ პოლიციელების მიმართ მუქარაა ნაჩვენები.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის ძმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით პატრულმა დააკავა.

ვიდეოში დაკავების პარალელურად ვახო იზორია არაერთხელ მიმართავს სამართალდამცველებს და ახსენებს მის ვინაობას, – “იცი ვინ ვარ? აი, შენნაირებს ფორმას ვხდი. სახლში უნდა დაჯდე შენ, არაადამიანები, როგორი გატუტუცებულები ხართ. ეს რაც გააკეთეთ, ამაზე იცით რა უნდა გიქნათ კაცმა?!  მე არ დაგინდობთ თქვენ, რას გიზამთ იცით?”, – ამბობს დაკავებული იზორია პატრულის მანქანაში ყოფნისას.

მთავარი არხის ინფორმაციით, ვიდოეს არსებობა ცნობილია გიორგი გახარიასა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვისაც.

მათივე ცნობით, დვალიშვილს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა რუხაძემ სამხრე კამერის ჩანაწერის მობილურში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც სამართალდამცველმა უარი განაცხადა.

ლევანის [იზორიას] ძმა ვარ, მოისმინეთ რომელიმემ? უნამუსოებო თქვენ!”, – მიმართავს პოლიციის თანამშრომლებს ვახო იზორია, მას შემდეგ, რაც, როგორც მთავარი არხი ამბობს, სამართალდამცველები მობილურით შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ მითითებებს იღებდნენ და იზორიას ძმას ათავისუფლებენ.

მაღალჩინოსნის სამართალდამრღვევი ძმის გათავისუფლების შემდეგ, პოლიციის თანამშროლის მიმართ, რომელმაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა, ზეწოლა დაიწყო.

როგორც მთავარი არხი განმარტავს, ამ ამბის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

რისკებს ვაცნობიერებ, ძალიან არ მინდა ამ ქვეყნის დატოვება და ვეცდები არ დავტოვო, ვიმედოვნებ ეყოფათ გონება და არ ჩაერთვებიან ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ“, – ამბობს დვალიშვილი მთავარი არხის ეთერში.

გიორგი დვალიშვილმა ამ ფაქტის შესახებ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და შსს-ს მაღალჩინოსნების, რომლებმაც მომხდარი დანაშაული დაფარეს, პასუხისგება მოითხოვა, – “7 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კახა ბუხრაძის წინააღმდეგ სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების ფაქტზე, დღემდე გაჩერებულია“, – ამბობს მთავარ არხთან საუბარში სამართალდამცველი, რომელმაც ლევან იზორიას ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *