კახიძე: მერაბიშვილს შეხვდაო, წულუკიანმა ომბუდსმენზე კომპრომატი შემოაგდო, მისი მოკლე ჭკუით


წულუკიანმა კანონის დარღვევით გაავრცელებინა კონფიდენციალური ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე.

მერაბიშვილს, ნაკანს და ოქრუაშვილს შეხვდა, მაგათ უფლებებს იცავსო – კომპრომატი შემოაგდო, მისი მოკლე ჭკუით.

სინამდვილეში ხომ ესაა წულუკიანის მთავარი პრეტენზია ომბუდსმენთან – ნინო ლომჯარია არ არის ივანიშვილის სახალხო დამცველი.

წულუკიანი თვითონ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრია და მისი მარიონეტი. ასე წარმოუდგენია სხვა სახელმწიფო ინსტიტუცების მუშაობაც.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ საჭირო შეიქნა, სახალხო დამცველი ქ-ნი წულუკიანის და ბ-ნი ივანიშვილის უფლებებსაც დაიცავს და მათაც მოინახულებს შესაბამის დაწესებულებებში, რადგან ომბუდსმენი პატიმრებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ახარისხებს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *