ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს


ფოტო: flickr

ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს.

ტაბულას მომხდარი შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ჯერჯერობით უცნობია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *