ლომჯარია წულუკიანზე: იუსტიციის მინისტრმა დაარღვია კანონი და ჩაიდინა დანაშაული


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სახალხო დამცველის საქმიანობაში ადანაშაულებს და აღნიშნულთან დაკავშირებით,  ხვალ განცხადების გაკთებას გეგმავს.

“დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაარღვია კანონი, მიმაჩნია, რომ ეს არის სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, მე ამას ასე არ დავტოვებ, აუცილებლად მექნება რეაგირება და კონკრეტულ ნაბიჯებზე ხვალ გავაკეთებ განცხადებას. აუცილებლად არის გამოძიება დასაწყები, სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალურობაზე და მის დაცვაზე ბენეფიციარებთან ურთიერთობის დროს და ეს კონფიდენციალურობა დაარღვია ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენელმა და უწყებამ და ჩაიდინა დანაშაული,” – ამბობს ლომჯარია “მთავართან” საუბრისას.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს სახალხო დაცველი “მატროსოვის ციხეში” იმყოფებოდა.  თუმცა, ციხიდან გამოსულს ჟურნალისტებთან არ დაასახელა ვისთან იმყოფებოდა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურმა კი გაავრცელა განცხადება, სადა ნათქვამაომბუდსმენი “მატროსოვის ციხეში” ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილს და კახაბერ ნაკანს შეხვდა





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *