რაიან რეინოლდსმა და სანდრა ბულოკმა ბეტი უაითს დაბადების დღე ერთად მიულოცეს [ვიდეო]


ფილმის The proposal გამოსვლიდან 11 წლის შემდეგ, მსახიობებმა, რაიან რეინოლდსმა და სანდრა ბულოკმა ვარსკვლავს, ბეტი უაითს 98-ე დაბადების დღე ერთად, ერთი ვიდეოს საშუალებით მიულოცეს.

“ბედნიერ 98-ე დაბადების დღეს ვუსურვებ ერთადერთ ბეტი უაითს”,-წერს რაიან რეინოლდსი ინსტაგრამზე. 

ფილმში, The Proposal, სანდრა ბულოკი (მარგარეტი), რაიან რეინოლდსის (ენდრიუს) უფროსის როლს ასრულებს. პერსონაჟებს ერთმანეთი სძულთ, თუმცა მარგარეტს რაიანი აშშ-ის ვიზის მოსაპოვებლად სჭირდება. ბეტი უაითი კი რეინოლდსის პერსონაჟის, ენდრიუს, ბებიის როლს ასრულებს.

ვიდეოს ინსტაგრამზე 24 საათზე ნაკლებ დროში 6.5 მილიონი ნახვა აქვს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *