პროკურატურასთან დაკავებულ კუპრავასა და ცუცირიძეს სასამართლომ 600-600 ლარი ჯარიმა დააკისრა


პროკურატურასთან გამართულ აქციაზე დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. 

მოსამართლემ კუპრავა და ცუცქირიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის დამნაშავედ სცნო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

პროკურატურასთან გამართულ აქციაზე კუპრავამ და აქციის სხვა მონაწილეებმა პროკურატურის შენობის ეზოში რამდენიმე წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გადაყარეს. 

სამართალდამცველებთან შელაპარაკება სწორედ ამის გამო დაიწყო, რასაც აქციის ორი მონაწილის დაკავება მოჰყვა. ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *