ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარიანი ჯარიმა დააკისრა


ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

რაც შეეხება 173-ე მუხლს – კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება მათ მოეხსნათ.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე პროკურატურასთან მაშინ დააკავეს, როცა მთავარი პროკურატურის ეზოში ბოტასებს ისროდნენ. ცუცქირიძე და კუპრავა ამ ფორმით ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდნენ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *