ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე კორეელი სუნ ქვონი იქნება


20 იანვარს ავსტრალიის ღია ჩემპიონატი დაიწყება, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბასილაშვილი 26-ე ნომრად არის განთესილი.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ტურნირზე კორეელი სუნ ქვონია, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია. შარშანდელ პირველობაზე ბასილაშვილი მესამე წრეში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა.

კორეელის დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდება.





ინფორმაციის წყარო: ნახვა