2018-2019 წლის საფეხბურთო სეზონზე ყველაზე მეტი მაყურებელი დორტმუნდის ბორუსიას ჰყავდა


კონსალტინგური კომპანია Deloitte-ის მიერ ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების გამოვლენის მიზნით ჩატარებულ კვლევაში მოყვანილია მონაცემები საშინაო მატჩებზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობის შესახებ.

Deloitte-ის კვვლევის თანახმად, ყველაზე მეტი მაყურებელი 2019-19 წლის საფეხბურთო სეზონის საშინაო მატჩებზე ჰყავდათ:

1. “ბორუსია” დორტმუნდი – 80 314
2. “ბარსელონა” – 76 104
3. “ბაიერნი” მიუნხენი – 75 865
4. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 74 698
5. “ინტერი” მილანი – 61 419
6. “რეალი” – 61 040
7. “შალკე” – 60 650
8. “არსენალი” – 59 897
9. “ვესტ ჰემ იუნაიტედი” – 58349
10. “ტოტენჰემ ჰოტსპური” – 56 586

“ბორუსია” დორტმუნდი მატჩებს გერმანიის ყველაზე დიდ “ვესტფალენშტადიონზე” (სტადიონისთვის სახელის წოდების უფლება 2021 წლამდე სადაზღვევო კომპანია “სიგნალ იდუნას” აქვს შეძენილი და ამჟამად მისი ოფიციალური სახელია “სიგნალ იდუნა პარკ”). სტადიონის ტევადობაა 81365 (დასაჯდომი და ფეხზე სადგომი ადგილები ერთად). მიუნხენის სტადიონი Allianz Arena, სადაც საშინაო მატჩებს “ბაიერნი” ატარებს 75 000 მაყურებელს იტევს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა