ქართველი მორაგბეების ნაკრებს სამხრეთაფრიკელი სვის დე ბრუინი გაწვრთნის


საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მტავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია – სამხრეთაფრიკელ სვის დე ბრუინთან კონტრაქტი ფორმდება. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირში ადასტურებენ.

ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ბოლოს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონების შეტევის ხაზს წვრთნიდა. მანამდე ის სამხრეთ აფრიკული კლუბების  “შარკისა”  და “ლაიონის” მთავარი მწვრთნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგმა, რომელიც ბორჯღალოსნებს 2011 წლიდან წვრთნიდა, თანამდებობა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა და კარიერა იაპონიაში გააგრძელა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა