სამადაშვილი: Human Rights Watch-ის ანგარიში არის “ოცნების” ხელისუფლების შავი ლაქა


ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს ანგარიში არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე. შემდგომ ეს ანგარიში აისახება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. სხვა ძალიან მნიშვნელოვან შეფასებებში და კიდევ ერთხელ ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთის, Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოში სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა კვლავ პრობლემაა

 

 





ინფორმაციის წყარო: ნახვა