ლევან გორგაძემ 99 კგ-იანი ენჰო ბუმბულივით აიტაცა და ისე გაიყვანა დოჰიოს მიღმა (ვიდეო)


ტოკიოში ჰაცუ ბაშოს მეოთხე დღის შეხვედრები მიმდინარეობს

დასრულდა შეხვედრა ტოჩინოშინსა და ტანმორჩილ და ყველაზე მსუბუქ (სიმაღლე 168სმ, წონა 99 კგ) რიკიშს, იაპონელ ენჰოს შორის. ძალიან ბევრს ეცადა ენჰო გამკლავებოდა ტოჩინოშინს, მაგრამ ამაოდ, ლევანმა ბუმბულივით აიტაცა ხელში ენჰო და დოჰიოს წრის მიღმა დაუშვა ძირს.

4 დღის სემდეგ ლევანს ორი მოგება და ორი წაგება აქვს.

აღსანიშნავია, რომ 3 დღის თავზე ორ-ორი წაგება და თითო-თითო მოგება აქვთ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და კაკურიუს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა