დეკემბერში ფულადი გზავნილების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა


საქართველოს ეროვნული ბანკი დეკემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის ბოლო თვეში პირდაპირი ფულადი გზავნილების რაოდენობამ 172 მილიონი დოლარს გაუტოლდა.

2018 წლის დეკემბერში იგივე მაჩვენებელი 149 მილიონი დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება დეკემბერში საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილ თანხას, მაჩვენებელმა 25,5 მილიონი დოლარი იყო. ეს 2018 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. 

რაც შეეხება მთლიანად 2019 წელს, ფულად გზავნილების რაოდენობამ რეკორდული 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2018 წლისას თითქმის 10%-ით აღემატება. ბოლო წლების განმავლობაში ფულადი გზავნილები ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. 

ამ გზავნილების უდიდესი ნაწილი უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არიან, შესაბამისად ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იქიდან შემოდის, სადაც ქართველი ემიგრანტების რაოდენობა დიდია.

 





ინფორმაციის წყარო: ნახვა