ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი


ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ წელს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამუშაოები მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის და ბოდიშსაც ამიტომ იხდის. რაც შეეხება დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებს, როგორც მერი აღნიშნავს, ინფორმაციას ამაზე მოსახლეობას მომდევნო დღეებში მიაწოდებენ.

„ეს აუცილებელია და სჭირდება ჩვენს ქალაქს, იქნება გარკვეული დისკომფორტი, კიდევ ერთხელ მინდა ამის გამო ბოდიში მოვიხადო, თუმცა, სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება თუ მიწა არ გადაითხარა, თუ სამუშაოები ძირეულად არ ჩავატარეთ ისე, რომ ხვალ- ზეგ ისევ თავიდან გასაკეთებელი არ გვქონდეს. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ პროექტზე, რომლის განხორციელებას ვაპირებ, მე მხედველობაში მაქვს მსხვილი და მასშტაბური პროექტები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი ძალიან მალე იქნება განსხვავებული, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, სუფთა, კომფორტული, მწვანე. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით,“- განაცხადა კახა კალაძემ.





წყარო