ხუხაშვილი: იმისთვის რომ ბიძინამ თავიდან აიცილოს პლახატნიუკის ბედის გაზიარების რისკი, მისი გაპრემიერება უნდა მოხდეს


იმისთვის, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს პლახატნიუკის ბედი, უნდა მოხდეს მისი გაპრემიერება – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“იმისთვის რომ ბიძინამ თავიდან აიცილოს პლახატნიუკის ბედის გაზიარების რისკი, ერთადერთი გზა აქვს – მოხდეს მისი რეინსტიტუციონალიზება, ანუ გაპრემიერება, აგრესიული ანტი-კორუფციული ღონისძიებების გატარება და იდეალურთან მიახლოებული არჩევნების ჩატარება” – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის 13 იანვარს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდა მოლდოვის ყოფილ ჩინოვნიკს და ოლიგარქს ვლადიმერ პლახოტნიუკს, ასევე მის ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკაში ჩასვლა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა