ხვალ, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება


სააღმზრდელო პროცესი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 15 იანვარს განახლდება .

როგროც “აიპრესს” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ხვალ, 15 იანვარს განახლდება.

მათი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ვირუსული ეპიდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესის გადავადების მოთხოვნით, რეკომენდაციით არ მიუმართავს.

 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “წინა კვირასთან შედარებით გრიპის ვირუსით მიმართვიანობის უმნიშვნელო ზრდა გვაქვს”





ინფორმაციის წყარო: ნახვა