ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი ვერ მოვა ძალაუფლებაში, თუ ის არ დაბრუნდა ქვეყანაში ნორმალური გზით


ამის შესახებ „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა.

„აბსოლუტური ძალაუფლების დაკარგვა ათაყვანებს კიდეც. რასაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აკეთებს, ეს არის მისი მიზნების… მისი მიზანი ხომ არის საქართველოში ძალაუფლებაში დაბრუნება. აი ამ მისი მიზნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ის საქართველოში ვერ დაბრუნდება და ძალაუფლებაში ვერ დაბრუნდება, თუ ის არ დაბრუნდა ქვეყანაში ნორმალური გზით, არ ჩაატარა თავიდან კამპანია, თავიდან არ გაიცნო ის ხალხი, რომელსაც სთხოვს, რომ ის თავიდან აირჩიოს და ხალხმა არ მოინდომა ის ისევ ლიდერად.
ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, 2004 წლის 4 იანვარს, როდესაც მას ირჩევდნენ პრეზიდენტად, მაშინ აქვს ჩემთვის ნათქვამი, ზუსტად იმ დილით ყუთები რომ იხსენებოდა – ახლა ვინც მე ხმას მომცემსო, იმის ნახევრისთვის ხელი მაქვს ჩამორთმეულიო…
სააკაშვილი ვერ მოვა ძალაუფლებაში, სანამ მას არ მიეცემა შესაძლებლობა ზუსტად იგივე გააკეთოს. იმიტომ რომ ის თავის ხალხს აღარ იცნობს, ეს ხალხი გაიზარდა, იმ 9 წელშიც გაიზარდა მათ შორის, როდესაც სააკაშვილი ძალაუფლების ბაბილში იყო.
ერთი კვირით რომ გავდივარ ქვეყნიდან მაშინ ვკარგავ მოვლენებთან შეხებას. მითუმეტეს 7 წლით რომ ხარ გადახვეწილი და ამბებს იგებ, ან „მთავარის“ ეთერიდან, ან შენთან ვინც ჩამოდის გიყვება რაღაც სისულელეებს, რომელსაც თავისი პერსონალური ინტერესი აქვს, რომ სააკაშვილი, რომელი ჯერ კიდევ მოიაზრება…
ჟურნალისტის კითხვაზე, ნაციონალური მოძრაობის ხმები მისი ხმები არ არის?
თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს:
„არა. ეს მისი ხმები არ არის. ნაციონალური მოძრაობის ხმები, ეს 2016 წელსაც ნათელი იყო. კეთდებოდა კვლევა 2016 წელს და როდესაც გადანაწილება ხდებოდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რატომღაც „ოცნება“ იგებდა.
მერ გვიან დავადგინეთ, რომ პოლსტერი ვინც კითხვას აკეთებდა, სააკაშვილზე უსვამდა კითხვას, უნდოდა თუ არა სააკაშვილი ან სანდრა პრემიერად… „ოცნების“ მოწინააღმდეგეები გადმოდიოდნენ საწინააღმდეგო მხარეს.
ჩვენ ვიცოდით, რომ სააკაშვილი აქტიურობა იმ მომენტში არჩევნებს წაგვაგებინებდა. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ვერ მოთოკა თავი რომ ეცლია თავისი გუნდისთვის ისე, რომ თვითონ პირველი არ ყოფილიყო, ბიძინა დაემარცხებინა და მერე ჩამოსულიყო“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა