შსს ოხანაშვილზე ფიზიკურ თავდასხმას არ ადასტურებს და ინციდენტს მუქარის მუხლით იძიებს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმის შესახებ.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, თუმცა ადგილზე ერთი ადამიანი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

გარდა ამისა, შსს ამბობს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც მუქარას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ბაკურიანში მოხდა და ქართული ოცნების დეპუტატი იქ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა