შსს-მ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა


ფოტო: bpn.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე გი, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის სახლემეთო საზღვართან ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა

შსს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.

გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა