"უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება დაუვიწყარი ტრაგედია და უპატიებელი შეცდომაა"- ირანის პრეზიდენტი


ირანის სასამართლო უწყების განცხადებით, ჩამოგდებულ უკრაინულ თვითმფრინავზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად რამდენიმე დაკავება განხორციელდა.

აღნიშნული მოკვლევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მოითხოვა ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ გასცა ბრძანება დაუყოვნებლივ გამოძიებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს სპიკერის თქმით, ფართო გამოძიების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პირის ბრალეულობა, რომლებიც უშუალოდ არიან დამნაშავეები თვითმფრინავის ჩამოგდებასა და 176 ადამიანის მკვლელობაში.

ირანი, რომელიც თავდაპირველად უარყოფდა ბრალდებებს ჩამოგდებულ თვითმფრინავთან დაკავშირებით, ავიაკატასტროფიდან 3 დღის შემდეგ აღიარეს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მცველებმა საფრენი აპარატის შეცდომით ჩამოგდება.

ჰასან როუჰანი გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს და სოციალურ გვერდზე განაცხადა:

„შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული შიდა გამოძების შედეგად დადგინდა, რომ სამწუხაროდ, რაკეტის გასროლა მოხდა ადამიანური შეცდომის ფაქტორის გამო, რამაც გამოიწვია უკრიანული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 ადამიანის გარდაცვალება. გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს იდენტიფიკაცია დამნაშავეების და გამოვიძიოთ ეს დაუვიწყარი ტრაგედიისა და უპატიებელი შეცდომის ფაქტი.





ინფორმაციის წყარო: ნახვა