ტოჩინოშინმა მეორე მარცხი განიცადა (ვიდეო)


ტოკიოში დასრულდა მესამე დღის შეხვედრა ტოჩინოშინის მონაწილეობით.

ქართველი რიკიშის მეტოქე იაპონელი რიუდენი იყო. რიუდენმა შეხვედრის დაწყებისთანავე დაბლოკა გორგაძის ძლიერი, მარცხენა ხელი, თავად მოახერხა ლევანის მავაშიში ხელის ჩავლება და უკეთესი პოზიცია მიიღო. ლევანის მცდელობა აემუშავებინა მარცხენა ხელი, უშედეგო გამოდგა და მართალია, მან ერთ მომენტში შეძლო შეტევაზე გადასვლა, მაგრამ რიუდენმა დაიცვა თავი, შემდეგ კი იორიკირით გაიყვანა გორგაძე დოჰიოს წრის მიღმა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა