სროლა დავით გარეჯში – დავით გარეჯაში უცნობმა პირმა მძევლად მესაღვრეები აიყვანა


დავით გარეჯაშიუცნობმა პირმა მძევლად მესაღვრეები აიყვანა და რამდენიმეჯერ გაისროლა კიდეც. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელყუმბარაც ჰქონდა თან. იარაღი კი რომლიდანაც მოქალაქენმ გაისროლა მან მესაზღვრეს წაართვა.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, პირმა ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრეს აიძულა წასულიყო აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთისკენ.

ოფიციალური ინფორმაციით კი, საბოლოო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.

„მიმდინარე წლის 14 იანვარს საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით.

ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა.

ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია“, -აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა