საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა


ევროპირველობაზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა. D ჯგუფის პირველი მატჩი უნგრეთში, ბუდაპეშტში გაიმართა. ევროპირველობის ისტორიაში საქართველომ პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში.

16 იანვარს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება, 18 იანვარს კი – მოქმედ ჩემპიონს, იტალიას.

ევროპის ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს. დღევანდელი მოგებით საქართველოს ნაკრები საუკეთესო 12 გუნდში მოხვდება.





ინფორმაციის წყარო: ნახვა