სააკაშვილი შსს-ს: ძმებო, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ?


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა მივმართო სრულიად საიდუმლოდ – მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყვე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე, რა თქმა უნდა, ჩემი ძველი აგენტი და ძმაკაცია.

ქუცნაშვილი ნაციონალური მოძრაობის საიდუმლო წევრია. გახარია ჩემს დავალებას ასრულებდა, როცა არბევდა მიტინგებს და მე დავავალე, რა თქმა უნდა.

ივანიშვილი ხომ ჯიბეში მიზის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მე ხომ 19 მლრდ მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ 5.

და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან იყო კარგად მოლაპარაკებული.

რავიცი ახლა ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ და დაველაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში?





ინფორმაციის წყარო: ნახვა