სააკაშვილი: საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ორჯერ და სამჯერ მეტი!


‘ამას ჰქვია არა წინსვლა, არამედ , უკუსვლა!”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც პენსიების ზრდის თემას გამოეხმაურა.

“დღეს ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პენსია იზრდება 220-ლარამდე, 220 ლარი ეს არის 76 აშშ დოლარი.
ამაზე ცოტათი მეტი იყო პენსია მაშინდელი კურსით 2012 წელს, ესე იგი 2012 წლის შემდეგ პენსია არამხოლოდ არ გაზრდილა არამედ

ფასების გათვალისწინებით რეალური პენსია ხალხს მკვეთრად შეუმცირდა.

ამას ჰქვია არა წინსვლა, არამედ , უკუსვლა!

ხალხთან სათითურების თამაში უნდა მორჩეს და საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ეგრევე ორჯერ-სამჯერ მეტი!”,-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.





ინფორმაციის წყარო: ნახვა