პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა


პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ წერეთელი 19-დან 30 იანვრის ჩათვლით ქვეყნის დატოვებას აპირებდა და სთხოვა, დაგეგმილი პროცესები გადაეტანათ, რაზეც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თქვა, რომ მას სხვა დღეებში სხვა პროცესები აქვს დანიშნული. მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარეს უთხრა, რომ ამ საკითხს ხვალინდელ სხდომაზე დაუბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა.





წყარო