პირი, რომელმაც ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა


არსებული ინფორმაციით პირი, რომელმაც “ოცნების” დეპუტატ ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, რობაქიძე “ლელოს” აქტივისტია. იგი 2019 წელს ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატად იყრიდა კენჭს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.





ინფორმაციის წყარო: ნახვა