მსოფლიო ოკეანეში კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება


მეცნიერთა კვლევის თანახმად, 2019 წელს მსოფლიო ოკეანე იმაზე ბევრად თბილი გახდა, ვიდრე ეს აქამდე კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ყოფილა. გასულ წელს ოკეანის ტემპერატურად დაფიქსირდა 0.075 გრადუს ცელსიუსი, რომელიც 1981-2010 წლების საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია,- სტატიას აქვეყნებს SKYNEWS-ი.

კვლევის ავტორის, ლიჯინგ ჩენგის თქმით, ოკეანეში არსებული სითბოს რაოდენობა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე 3,6 მილიარდი ჰიროსიმას ატომური ბომბის აფეთქების ეკვივალენტურია.

„აღნიშნული მოვლენა წარმოადგენს ოკეანეში ტემპერატურის ცვლილების დადასტურებას, რაც გლობალური დათბობის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. არ არსებობს გლობალური დათობისგან თავის არიდების ალტერნატიული ღონისძიება, გარდა ადამიანების მიერ ბუნებრივი აირების მოხმარების შემცირებისა“ ,- ნათქვამია კვლევაში.





ინფორმაციის წყარო: ნახვა