მაკიაჟის არტისტმა, ნიკი დე ჯაგერმა თქვა, რომ ტრანსგენდერი ქალია


25 წლის იუთუბერი, მაკიაჟის არტისტმა ნიკი დე ჯაგერმა, ცნობილმა, როგორც ნიკი თუთორიალსი თქვა, რომ ტრანსგენდერი ქალია.

თავისი გენდერული იდენტობის შესახებ მან 13 იანვრის ვიდეოში ისაუბრა.

ნიკიმ თქვა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დააშანტაჟეს.

მისივე თქმით, თავისი გენდერული იდენტობის შესახებ საუბარს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და ამისთვის სწორ დროს ელოდებოდა.

“ვერ ვიჯერებ, რომ ამას დღეს ყველას გეუბნებით, მთელ მსოფლიოს, მაგრამ ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ როგორც იქნა, ამას ვაკეთებ. დროა, ვიყო მართლა თავისუფალი. მე არასწორი სხეულით დავიბარე, რაც ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ვარ”.

ნიკის თქმით, მისი ტრანზიცია იუთუბზე, საჯაროდ მოხდა, ვინაიდან უკვე 11 წელია, მაკიაჟის ვიდეოებს აქვეყნებს. ტრანზიცია 19 წლის ასაკში, 5-წლიანი ჰორმონალური თერაპიის შემდეგ დაასრულა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა