ინდოეთსა და პაკისტანში ზვავის შედეგად სრულად დაიფარა სოფლები- გარდაცვლილია 67 ადამიანი და ათეულობით დაკარგულად ითვლება


ინდოეთსა და პაკისტანში ზვავების შედეგად 67 ადამიანი გარდაიცვალა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ,ამის შესახებ მთავრობის მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს ინფორმაცია Reuters-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანში დასახლებულ ზონაში განხორციელებული ზვავის დროს სულ მცირე 57 ადამიანი გარდაიცვალა, დაკარგულად ითვლება 10-ზე მეტი მათგანი, ხოლო ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირის ჩრდილოეთ ნაწილში 10 ადამიანი გარდაცვლილი. პაკისტანელი პოლიტიკოსების თქმით, რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიფარა თოვლის მასისგან. სტიქიას წინ უძღოდა გადაუღებელი ძლიერი წვიმები, რომელმაც გამოიწვია ზვავის ერთობლივად მოწყვეტა მთის მწვერვალებიდან, რამაც ტრაგიკული შედეგები გამოიწვია.

ბრიტანული მედიის ცნობით, დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია პაკისტანისა და ავღანეთის დამაკავშირებელი გზები.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში აგრეთვე 39 ადამიანი გარდაიცვალა ზვავისგან ავღანეთშიც. აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიებზე არც თუ იშვიათად ხდება ზვავისგან გამოწვეული მსგავსი ფატალური შემთხვევები- 2012 წელს ზვავმა დაფარა პაკისტანი არმიის ბატალიონის შტაბი ინდოეთის საზღვართად, რა დროსაც 124 ჯარისკაცი და აგრეთვე 11 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა