ვოლსკი “მთავარი არხის” ჟურნალისტს: თუ ბევრს გააგრძელებთ, კიდევ უფრო ცუდად გეტყვით (ვიდეო)


” რა შუაშია საქართველო და ბიძინა ივანიშვილი?!”-ასე მიმართა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ “მთავარი არხის” ჟურნალისტს.

გია ვოლსკის თქმით, ვლადიმერ პლახოტნიუკის მიმართ სანქციების დაწესებას, ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოსთან კავშირი არ აქვს.

გია ვოლსკი: თქვენ ხართ მატყუარები და “ფეიქ ნიუსების” გამარვცელებლები.

ჟურნალისტი: არ დაუწესდა ამ ადამიანს (ვლადიმერ პლახოტნიუკს) სანქციები?! იქნებ მეშლება

გია ვოლსკი: რა შუაშია საქართველო და ბიძინა ივანიშვილი?!

ჟურნალისტი: იგივე ბიძინა ივანიშვილთან დაავშირებითაც გაჟღერა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემაში ბატონო გია.

გია ვოლსკი: თუ ბევრს გააგრძელებთ კიდევ უფრო ცუდად გეტყვით

ჟურნალისტი: მითხართი, რაც გნებავთ. არ მეშინია პასუხების.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის 13 იანვარს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდა მოლდოვის ყოფილ ჩინოვნიკს და ოლიგარქს ვლადიმერ პლახოტნიუკს, ასევე მის ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკაში ჩასვლა.

 





ინფორმაციის წყარო: ნახვა