ბოკერია BASSIANI-ზე თავდამსხმელზე: ოცნება ყველა არჩევნებზე ამ სამყაროს წევრებთანაა შეკრული


აქ საუბარი იმაზე კი არაა, საბოლოოდ რა განაჩენი შეიძლება დამდგარიყო [კლუბ ბასიანთან სროლის შედეგად], აქ ლაპარაკია, რა გზავნილი აქვს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანმა უამრავი იქ მყოფი პირის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და როგორც ჩვენ ვიცით მოწმეების ჩვენებებიდან, მოტივიც ჩანდა – უნდა დაგხოცოთ ყველაო, იძახდა.

ასეთ ვითარებაში ამ ტიპის დამოკიდებულება, რომ საწყის წერტილად იღებ ხულიგნობის მუხლს ლამის და სხეულის მძიმე დაზიანებას, ეს არის ნაწილი იმ სულისკვეთების, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა არჩევნებზე ამ სამყაროს წარმომადგენლებთან არიან შეკრულები, ისინი ღიად ერთად მოქმედებენ და ეს, რა თქმა უნდა, დიდი ფაქტორია მათ მოტივაციაში, როგორც ჩანს. ეს გზავნილი კიდევ ერთი უტიფრობაა ივანიშვილის მხრიდან.

ადამიანი, რომელიც ამბობს, დაგხოცავთ სულ ყველასო და 15-ჯერ გაისვრის, ეს არ არის მკვლელობის მცდელობა იმიტომ, რომ არავინ გარდაიცვალა? რომ გარდაცვლილიყო, მკვლელობა იქნებოდა





ინფორმაციის წყარო: ნახვა