ბოკერია: ხელისუფლებასთან გვაქვს უმძიმესი ბრალდებები უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით


“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებასთან უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით ბრალდებები არსებობს, თუმცა გუდაური-ქვეშეთი-კობის გზა პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრობლემა მთლიანად უსფრთხოების პოლიტიკაშია.

„ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან გვაქვს უმძიმესი და უსერიოზულესი ბრალდებები, ჩვენ და მთელ საზოგადოებას უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეგ გზა არ არის ამ ბრალდებებს შორის ნამდვილად. მაგ გზაში და გვირაბში პრობლემა არაა, მაგრამ არის მთლიან უსაფრთხოების პოლიტიკაში და არა მაგ გზაში“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის: ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი შეადარა ერთმანეთს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, მაშინ, როცა გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი.





ინფორმაციის წყარო: ნახვა