“ბარსელონამ” ვალვერდე გაათავისუფლა


კატალონიური “ბარსელონადან” ერნესტო ვალვერდეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინეს და კარისკენ მიუთითეს. ეს გადაწყვეტილება საფეხბურთო კლუბის დირექტორთა საბჭომ მიიღო.

ვალვერდეს კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხი აღარ აპატიეს და კლუბიდან გაუშვეს.

“ვალვერდესა და “ბარსელონას” პირველ კლუბთან კონტრაქტი დასრულდა. მადლობა ერნესტო ყველაფრისთვის და საუკეთესო იღბალს გისურვებთ მომავალში”, – წერია “ბარსელონას” ოფიციალურ განცხადებაში.

ვალვერდეს 61 წლის სპეციალისტი კიკე სეტიენი შეცვლის.





ინფორმაციის წყარო: ნახვა