ბაკურიანში ანრი ოხანაშვილი სცემეს


“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბაკურიანში “ქართული ოცნების” დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა სსკ-ის 173-ე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, ფაქტზე კი გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს რაც მუქარას გულისხმობს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა