კალაძე: ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც “დინამო თბილისმა” წარმატებით იასპარეზა


“დინამო თბილისი” ლეგენდების ტურნირის მეორე ადგილის მფლობელი გახდა”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც “დინამო თბილისმა” წარმატებით იასპარეზა, გავხდით პირველები A ჯგუფში, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია ფინალში დავმარცხდით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ – “დინამო თბილისი” ლეგენდების ტურნირის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ნახევარფინალში ბრემენის “ვერდერი” ანგარიშით 5:2 დავამარცხეთ.
ფინალური შეხვედრა ბერლინის “ჰერტასთან” გავმართეთ, რომელიც ბერლინის “ჰერტას” გამარჯვებით დასრულდა.”-წერს კალაძე.





ინფორმაციის წყარო: ნახვა