“დინამო თბილისი” ლეგენდების ტურნირის მეორე ადგილის მფლობელი გახდა


გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ლეგენდების ტურნირში “დინამო თბილისის” გუნდმა, რომლის კაპიტანი კახა კალაძეა, წარმატებით იასპარეზა და ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ კი ფინალში გადავიდა.

ნახევარფინალში “დინამო თბილისმა” ბრემენის “ვერდერი” ანგარიშით 5:2 დაამარცხა. გატანილი გოლების ავტორები კახა კალაძე და ალექსანდრე იაშვილი არიან.
ფინალური შეხვედრა “დინამო თბილისმა” ბერლინის “ჰერტასთან” გამართა. მატჩი ბერლინის “ჰერტას” გამარჯვებით დასრულდა.
“ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც დინამო თბილისმა წარმატებით იასპარეზა, გავხდით პირველები A ჯგუფში, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია ფინალში დავმარცხდით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ”,- განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დასრულების შემდეგ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა