“დიდი 10 კლუბის” 6-მა წევრმა საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძის კანდიდატურა წარადგინა


ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებას ავრცელებს.

“დღეს, 2020 წლის 13 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა (დიდი 10 კლუბები) მიერ საქართველოს გამგეობის სახელზე შემოიტანა განცხადება, 2020 წლის 30 იანვარს სრკ – ს საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძის კანდიდატურის წარდგინების შესახებ.
განცხადებაზე ხელს აწერენ დიდი 10 ის შემდეგი კლუბები: ლელო, ჯიქი, აია, ყოჩები, აკადემია და იუნკერები.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის კრებაზე დადგინდა სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი 2020 წლის 30 იანვარი და პროცედურები” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში .





ინფორმაციის წყარო: ნახვა